რიონში გაუჩინარებული კაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
12/04/2021 05:35:54 საზოგადოება
სოფელ ნამახვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული.
მყვინთავები სპეციალური წყალქვეშა მოწყობილობებით ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას, თუმცა ძებნას უამინდობა აფერხებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის: მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს 10 აპრილის შემდეგ ეძებენ. ერთ-ერთი აქტივისტი დათო სიმონია წერს, რომ კაცი ნამოხვანში თბილისიდან 7 აპრილს ჩავიდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაცი შესაძლოა, ნასვამ მდგომარეობაში ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება.


