უკრაინის ელჩი: "პუტინს ორი რამ შეაჩერებს – თვითონ რუსები და სოლიდარობა"
12/04/2021 05:10:59 მსოფლიო
"პუტინს ორი რამ შეაჩერებს: თვითონ რუსები და სოლიდარობა", – ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"პუტინს შეაჩერებს ორი რამ: პირველი - რუსები, რუსი ხალხი, ისინი აგრძელებენ მოთმენას, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და მეორე სოლიდარობა. სოლიდარობა, ძალიან სუსტიც კი, 2008 წელს სოლიდარობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში, ამ სოლიდარობამ შეძლო ეს. ამჟამად ეს უფრო შესაძლებელია, უფრო კარგი გაგება გვაქვს, ყველას კარგი გაგება გვაქვს თუ ვინ არის პუტინი. კრემლი კლავს მომავალს. ის ცდილობს, დაიქვემდებარეს დემოკრატიები ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში. მათ ვერ დავარქმევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ჩვენ დემოკრატიული ქვეყნები ვართ ჩვენი ტრადიციებითა და მომავლით. ძალიან შორს ვართ მოსკოვისგან, ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნები", – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დონეცკის ოლქში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია და აღნიშნულის მიზეზად "საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის" [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის] უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა დაასახელა. 2020 წლის მაისის შემდეგ საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს.
იხილეთ ასევე: რა ელის რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში


