"კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა"
11/04/2021 10:43:40 საზოგადოება
კორონავირუსის ებრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
"მესამე ტალღა იწყება ქვეყანაში. გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში... ბრიტანული შტამი საქართველოში ისევე, როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში 50-დან 70%-მდე ცირკულირებს", – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 592 პირი გამოჯანმრთელდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა, აქედან 16 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 945 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,85%-ია, ბოლო 14 დღის - 2,26%, ბოლო 7 დღის - 2,5%.
10 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 18 287 ადამიანია აცრილი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 288 396-ს შეადგენს. აქედან 277 303 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3877 პირი გარდაიცვალა.


