Accentnews.ge
სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

11/04/2021 07:08:00 საზოგადოება

სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ისინი ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავით და სპეციალური აღჭურვილობით ახდენენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია 20 მეხანძრე-მაშველიც:

"პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით. შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის: მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს 10 აპრილის შემდეგ ეძებენ. ერთ-ერთი აქტივისტი დათო სიმონია წერს, რომ კაცი ნამოხვანში თბილისიდან 3 დღის წინ ჩავიდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაცი შესაძლოა, ნასვამ მდგომარეობაში ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S