
პოლონეთში საქართველოს ერთი მოქალაქე დაჭრეს, მეორე დააკავეს
14/07/2019 09:46:04 სხვა, სამართალი
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრეს. როგორც უცხოური მედია წერს, ინციდენტი ვონგროვეცში 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, დაშავებული 34 წლის საქართველოს მოქალაქეა.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.