Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და 3 რეგიონში გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და 3 რეგიონში გამოვლინდა

11/04/2021 07:00:51 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 408 შემთხვევა თბილისში დადასტურდა.

რეგიონების მიხედვით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა - 61,
  • იმერეთი – 47,
  • ქვემო ქართლი – 22,
  • შიდა ქართლი – 22,
  • გურია – 26,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71,
  • კახეთი – 26,
  • მცხეთა-მთიანეთი – 20,
  • სამცხე-ჯავახეთი – 2,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 592 პირი გამოჯანმრთელდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა, აქედან 16 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 945 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,85%-ია, ბოლო 14 დღის - 2,26%, ბოლო 7 დღის - 2,5%.

10 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 18 287 ადამიანია აცრილი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 288 396-ს შეადგენს. აქედან 277 303 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3877 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S