გამოვლინდა კოვიდ–იფიცირების 707 შემთხვევა, გარდაიცვალა 8 ადამიანი
11/04/2021 06:47:30 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 707 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებისგან 592 პირი გამოჯანმრთელდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა, აქედან 16 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 945 PCR-ით.
10 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 18 287 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,85%-ია, ბოლო 14 დღის - 2,26%, ბოლო 7 დღის - 2,5%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 288 396-ს შეადგენს. აქედან 277 303 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3877 პირი გარდაიცვალა.


