Accentnews.ge
ჰარცელი: "ვგლოვობთ 4 ადამიანს, რომლებიც ტრაგიკულად დავკარგეთ მდინარე ენგურში"

ჰარცელი: "ვგლოვობთ 4 ადამიანს, რომლებიც ტრაგიკულად დავკარგეთ მდინარე ენგურში"

10/04/2021 08:51:45 საზოგადოება

გალში, ენგურის გადმოცურვის მცდელობისას დაღუპული 4 ადამიანის ხსოვნის საპატივსაცემოდ დროშა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც დაუშვეს.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა "ტვიტერზე" დაწერა:

"ვგლოვობთ ოთხ ადამიანს, რომლებიც ტრაგიკულად დავკარგეთ მდინარე ენგურში. ჩვენი ფიქრები მათ ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ძალიან სამწუხარო შეხსენება იმ შედეგებისა, რაც ახლავს გადაადგილების შეზღუდვას, ასევე იმის შეხსენება, რომ აუცილებელია თანამშრომლობის და კონფლიქტის გადაჭრის მცდელობის დაუყოვნებლივ გაძლიერება".

ენგურის კვეთისას დაღუპული გალელი თანამოქალაქეების პატივსაცემად გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე დროშები დაშვებულია.

10 აპრილი გლოვის დღედ პრემიერმინისტრის განკარგულებით გამოცხადდა.

საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის კვეთისას 7 აპრილს დაიღუპა.

იხილეთ ასევე: „ადამიანები ქართულ და აფხაზურ წნეხში ცხოვრობენ!“ – რას ემსხვერპლნენ საქართველოს მოქალაქეები?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S