Accentnews.ge
გაბუნია: "ყოველდღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა"

გაბუნია: "ყოველდღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა"

09/04/2021 16:46:02 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციი, ​კორონავირუსის წინააღმდეგ აცრებში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კერძოდ, როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დილის მონაცემებით, ჯამში 18 ათასამდე მოქალაქეა აცრილი.

"1 500-ს გადააჭარბა ყოველდღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ. ჯამურად დილის მონაცემებით, აცრილია 18 000-მდე მოქალაქე და პროცესი გაგრძელდება", - ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ "ფაიზერის" ვაქცინა მიიღო.

"ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ. ასევე, საქართველომ ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" მიიღო, თუმცა მისი გამოყენება იქამდე არ დაიწყება, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ლიცენზიას არ მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S