
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები
13/07/2019 17:50:14 სხვა, სამართალი
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ათი „ევექსის“ ჰოსპიტალშია. ათიდან რვა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ექიმის განცხადებით, ექვსის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მძიმე მდგომარეობაშია ორი, კიდევ ორის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმედ შეფასდა. დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.
ამ დროისთვის დაშავებულებს ინტენსიურ დახმარებას უწევენ. მძიმე მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაჰყავთ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.