Accentnews.ge
თურქული მედია - „მონტროს კონვენციის“ შესაბამისად, აშშ-მა თურქეთს შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანაზე შეტყობინება უკვე გაუგზავნა

თურქული მედია - „მონტროს კონვენციის“ შესაბამისად, აშშ-მა თურქეთს შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანაზე შეტყობინება უკვე გაუგზავნა

09/04/2021 12:04:29 მსოფლიო

„მონტროს კონვენციის“ შესაბამისად, აშშ-მა თურქეთს შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანაზე შეტყობინება უკვე გაუგზავნა, – იუწყება თურქული მედია.

მისივე ცნობით, შავ ზღაში ორი ამერიკული ხომალდი 4 მაისამდე დარჩება.

„მონტროს კონვენციის“ თანახმად, უცხო ქვეყნებმა შავ ზღვაში სამხედრო გემების წარმოდგენილობაზე შეტყობინება თურქეთს 14 დღით ადრე უნდა გაუგზავნონ.

დღეს CNN –მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს.

"შავ ზღვაში ამერიკული ხომალდები რუტინულად უკვე გადაადგილდებიან, თუმცა ახლა სამხედრო ხომალდების გაგზავნა მოსკოვისთვის განსაკუთრებული სიგნალი იქნება, რომ აშშ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსული ძალების ისე გადაჯგუფებას, რომ შეტევითი მოქმედების პოზიციას იკავებდნენ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვითარება შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს", – განაცხადა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა და დასძინა: "თუ რამე შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ პასუხის გაცემისთვის".

ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დონეცკის ოლქში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S