Accentnews.ge
გია გაჩეჩილაძემ და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს

გია გაჩეჩილაძემ და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს

09/04/2021 11:48:28 საზოგადოება

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს.

გაჩეჩილაძემ „დედაენის ბაღში" შეკრებილებს მიმართა, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნებაში მონაწილეობა მიეღოთ.

შეკრებილებმა, დაფაზე მოაწერეს ხელი, სადაც წარწერა იყო დატანილი „მოაწერე ხელი-გახდი თანადამფუძნებელი".

"უცნობი" და მისი თანამოაზრეები თავდაპირველად "ევროპის მოედანზე" შეიკრიბნენ. შემდეგ მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ღონისძიება „დედაენის ბაღში" დასრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S