Accentnews.ge
გია გაჩეჩილაძემ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე  პულივიზატორით წარწერა გააკეთა

გია გაჩეჩილაძემ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე  პულივიზატორით წარწერა გააკეთა

09/04/2021 11:11:39 საზოგადოება

თბილისში, "ევროპის მოედანზე" აღმართულ ბერილინის კედლის ფრაგმენტზე გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") პულივიზატორით წარწერა – “ღმერთი სიყვარულია” გააკეთა.

აღნიშნული კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა.

"უცნობის" ორგანიზებით დღეს დილიდან „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ისინი საპატრიარქოსთან შეძახილებით –„გვიყვარხარ“, „მადლობა" მივიდნენ.

მათი თქმით, ამ ფორმით პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებენ.

ისინი საპატრიარქოდან „დედაენის ბაღში" გადაინაცვლებენ, სადაც როგორც დღეს გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, თანამოაზრეებთან ერთად „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღეს“ დააფუძნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S