საპატრიარქო – "უცნობის" ორგანიზებით მოქალაქეთა შეკრებაზე: "მადლობა!"
09/04/2021 10:56:56 საზოგადოება
"მადლობა", – ასე ეხმიანება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") ორგანიზებით გამართულ მოქალაქეთა შეკრებას.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნული შეკრების ამსახველ რამდენიმე ფოტოსაც აქვეყნებს.
"უცნობის" ორგანიზებით დღეს დილიდან „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ისინი საპატრიარქოსთან შეძახილებით –„გვიყვარხარ“, „მადლობა" მივიდნენ.
მათი თქმით, ამ ფორმით პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი საპატრიარქოდან „დედაენის ბაღში" გადაინაცვლებენ, სადაც როგორც დღეს გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, თანამოაზრეებთან ერთად „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღეს“ დააფუძნებს.


