"გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი კარვების აყრა, თუმცა ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე"
09/04/2021 10:41:34 საზოგადოება
"გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი კარვების აყრა, თუმცა ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე", – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგოთ. მაგრამ არაუშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


