კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და სამ რეგიონში გამოვლინდა
09/04/2021 06:59:07 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 777 შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა.
- თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა,
- აჭარა – 62,
- იმერეთი – 50,
- ქვემო ქართლი – 29,
- შიდა ქართლი – 29,
- გურია – 21,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91,
- კახეთი – 32,
- მცხეთა-მთიანეთი – 17,
- სამცხე-ჯავახეთი – 6,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 044, აჭარაში – 329, იმერეთში – 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 179, აჭარაში – 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 113 – აჭარაში. 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 96, ხოლო აჭარაში – 36.
სულ 6 ოქტომბრიდან – 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 140 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 437 პირი, აჭარაში – 1 925, იმერეთში – 957.


