Accentnews.ge
ტელეარხ "112.უკრაინაზე" შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

ტელეარხ "112.უკრაინაზე" შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

13/07/2019 09:20:29 სხვა, მსოფლიო

უცნობმა პირებმა კიევში ტელეარხ "112.უკრაინის" შენობა ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მომხდართან დაკავშირებით საქმე ტერაქტის მუხლითაა აღძრული. 

როგორც ტელეარხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაზე თავდასხმა გამთენიისას მოხდა. სამართალდამცველებმა ადგილზე რამდენიმე "ტუბუსი" აღმოაჩინეს, რომელიც ამჟამად ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. შენობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ სპეციალური ლემნტებით შემოსაზღვრა. 

წინა დღით ტელეარხმა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გაავრცელაა, იმ ზეწოლასა და მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც მისი მისამართით ოლივერ სთოუნის ფილმის "უკრაინისთვის ბრძოლაში" ჩვენების შემდეგ დაიწყო. 

ამერიკელმა რეჟისორმა ფილმისთვის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჩამოართვა, რომელშიც საუბარი, მათ შორის, ქერჩის სრუტეში მომხდარ ცნობილ ინციდენტს შეეხებოდა. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ტელეარხს ფილმის ეთერში გაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრებით დაემუქრა. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S