Accentnews.ge
CNN - აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს

CNN - აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს

09/04/2021 05:36:50 მსოფლიო

აშშ უკრაინის მხარდასაჭერად უახლოეს მომავალში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს, – იუწყება CNN შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

"შავ ზღვაში ამერიკული ხომალდები რუტინულად უკვე გადაადგილდებიან, თუმცა ახლა სამხედრო ხომალდების გაგზავნა მოსკოვისთვის განსაკუთრებული სიგნალი იქნება, რომ აშშ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსული ძალების ისე გადაჯგუფებას, რომ შეტევითი მოქმედების პოზიციას იკავებდნენ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვითარება შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს", – განაცხადა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა და დასძინა: "თუ რამე შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ პასუხის გაცემისთვის".

ცნობისთვის: უკრაინაში ეუთო–ს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ გასული 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 55 შემთხვევა დააფიქსირა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S