"საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ გამოყენება დაახლოებით, 20 აპრილიდან დაიწყება"
08/04/2021 19:51:56 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ გამოყენება დაახლოებით, 20 აპრილიდან დაიწყება.
"აპრილის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით, 20 აპრილიდან დაიწყება გამოყენება ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“. არის მოსაზრება, დაველოდოთ ჯანმო–ს რეკომენდაციას, არის მოსაზრება, რომ ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ, ყოველ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლს უკვე დაწყებული აქვს მომზადება „სინოფარმზე“. შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ მომავალ კვირაში იმ კლინიკებს, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია იქნება. იქ დიდი გადამზადება საჭირო არ არის, რადგან ჩვეულებრივ ტემპერატურაში შესანახი ვაქცინაა, ერთდოზიან ფლაკონშია“, –განუცხადა გამყრელიძემ "პირველ არხს".
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩინური კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც მათ გამოყენებას ჯანმო დაამტკიცებს.


