Accentnews.ge
რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭო სტალინის ძეგლების აღმართვის წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭო სტალინის ძეგლების აღმართვის წინააღმდეგია

13/07/2019 04:36:43 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭო ქვეყნის ტერიტორიაზე სტალინის ძეგლების აღმართვის წინააღმდეგია. 

„წუხილს და თანაგრძნობას იწვევენ ის ჩვენი მოქალაქეები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან, დაივიწყონ და გაამართლონ კიდეც მილიონობით ჩვენი თანამოქალაქის, უმრავლეს შემთხვევაში ქვეყნის საზოგადოების საუკეთესო ნაწილის სიკვდილი და წამება, რომლებიც პოლიტიკური რეპრესიების, ხალხთა დეპორტაციის და კოლექტივიზაციის მსხვერპლად იქცნენ... ეს რეპრესიები პირდაპირ უკავშირდება სტალინის სახელს. ვინც დღეს სტალინის ძეგლების აღმართვის მომხრეა, ნებსით თუ უნებლიედ, ამ რეპრესიებს ამართლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო თვეების განმავობაში რუსეთის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებისა და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ინიციატივით სტალინის არაერთი ძეგლი აღიმართა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S