საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 55 წელს გადაცილებული ადამიანები აიცრებიან
08/04/2021 11:24:53 საზოგადოება
"ექსპერტების საბჭომ იმსჯელა, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკას" ვაქცინით ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ, - ამის შესახებ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"ასტრაზენეკას" ვაქცინით ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ გაგრძელდება, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით. მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისის მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაცია გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს. "ასტრაზენეკათი" მეორედ ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ცვლილებაზე რამე რეკომენდაცია საჭირო არ არის და არ არსებობს. მას, ვინც უსაფრთხოდ გაიკეთა პირველად დოზა ვაქცინის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზაც“, - განაცხადა გაბუნიამ.


