Accentnews.ge
ბრიტანეთი 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს

ბრიტანეთი 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს

07/04/2021 14:45:36 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფო 30 წელს ქვემოთ ახალგაზრდებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შედეგად სისხლის თრომბის განვითარების მზარდი შემთხვევების გამო.

ამის შესახებ BBC ქვეყნის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მარტის მიწურულისთვის ქვეყანაში ვაქცინაციის შემდეგ სისხლის თრომბის განვითარების 79 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 შემთხვევაში ლეტალური აღმოჩნდა.

სააგენტოში აღნიშნავენ იმასაც, რომ მეტი სამუშაო უნდა ჩატარდეს თრომბის განვითარებისა და ვაქცინის კავშირის მოსაკვლევად.

ამასთან, როგორც ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირია, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.

როგორც ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორი ემერ კუკი განმარტავს, აღნიშნული მოვლენა მედიკამენტის გვერდით ეფექტად უნდა დარეგისტრირდეს.

დასკვნა ეფუძნება თრომბის განვითარების 86 შესწავლილ შემთხვევას.

ანგარიშით ირკვევა, რომ თრომბი უმეტესად 60 წელს ქვემოთ ქალებში დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S