Accentnews.ge
გამყრელიძე: „ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო“

გამყრელიძე: „ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო“

07/04/2021 11:15:20 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან. ამასთან, გამყრელიძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული. ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან. საზოგადოება შევთანხმდეთ რა, სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?

სერიოზულად გავაინტენსიუროთ აცრების პროცესი. ახლა ქვეყანაში ვაქცინების 100 000-ზე მეტი დოზის მარაგია. დღეს 1 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი აიცრა. ამ ეტაპზე, აპრილ-მაისში სულ მცირე 3 000-4 000 ადამიანის ყოველდღიურად აცრა გვჭირდება. დღეს გამოცხადდა, რომ იგეგმება ვაქცინაციის გაფართოება, ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ადამიანები არ მიდიან აცრაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოკლე მანძილზე ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით იარონ. ამით გამყრელიძემ უპასუხა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხმრავლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითშეგნება და თვითდისციპლინაა. გაზაფხულია ახლა და ფეხით მეტად ვიაროთ. ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ახლა ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას. ორი-სამი კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S