საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
07/04/2021 10:49:58 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.
"ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და ფართოდაა ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ ვებ–პორტალი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ–გვერდებზე გამოქვეყნდება.
ტიკარაძის თქმით, კვლევა ხელს სეუწყობს სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებას, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, რა შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში ხელმისაწვდომი.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო მომავალ კვირაში დამატებით იმსჯელებს „სინოფარმის“ ვაქცინასთან“ დაკავშირებით.


