ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 687 შემთხვევა გამოვლინდა
07/04/2021 06:51:50 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 687 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 327 პირი.
ქვეყანაში ჩატარდა 27 713 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 490, პისიარტესტით – 10 223.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,42 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
კარანტინის რეჟიმშია 169, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 984 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 291 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 285 645 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 547 პირი გამოჯანმრთელდა, 3 840 პაციენტი გარდაიცვალა.


