Accentnews.ge
თეთრი სახლი სავალდებულო კოვიდ–პასპორტის შემოღებას გამორიცხავს

თეთრი სახლი სავალდებულო კოვიდ–პასპორტის შემოღებას გამორიცხავს

07/04/2021 05:43:14 მსოფლიო

თეთრი სახლი სავალდებულო ფედერალური კოვიდ-პასპორტის შემოღებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოქალაქეთა კონფიდენციალურობა და უფლებები დაცული უნდა იყოს.

”მთავრობა ახლა და არც მომავალში მხარს არ დაუჭერს სისტემას, რომელიც ამერიკელებს მოწმობის ტარებას ავალდებულებს. ჩვენი ინტერესი ძალიან მარტივია : ამერიკელთა კონფიდენციალურობა და უფლებები დაცული უნდა იყოს", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ პსაკიმ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერ–ჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას. ამასთან, კიდევ ერთი მიზეზი თანასწორობის საკითხია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S