Facebook-მა "ქართულ მარშათან" დაკავშირებული ანგარიშები და ჯგუფები წაშალა
06/04/2021 19:05:46 საზოგადოება
Facebook-ს განცხადებით, "ქართულ მარშთან" დაკავშირებული 23 ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 "ინსტაგრამის" ანგარიში წაიშალა. მისი ცნობით, ეს გვერდები "ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის" ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ წაშალეს.
როგორც Facebook-ს განცხადებაში წერია, მათმა გამომძიებლებმა იპოვეს კავშირები კონკრეტულ ინდივიდებს, "ქართულ მარშსა" და მის ახალგაზრდულ ფრთას შორის.
"ადამიანები იყენებდნენ ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს, რათა დაეპოსტათ დაეკომენტარებინათ და ემართათ გვერდები და ჯგუფები. მათი ქსელის მიმართ მრავალი გაფრთხილება იყო გაკეთებული, რაც სიძულვილის ენას შეეხებოდა. პირველ რიგში ისინი ფოკუსირებულები იყვნენ ქართულ მარშზე კონტენტის გაძლიერებაზე. მათი ქსელი "პოსტავდა" ახალ ამბებს ქართულ ენაზე, მათ შორის ამბები შეეხებოდა არჩევნებს, კოვიდპანდემიას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.


