ელენე ხოშტარია ჰოსპიტალიზებულია
06/04/2021 18:54:07 საზოგადოება
ელენე ხოშტარია ჰოსპიტალიზებულია. „აქცენტის“ ინფორმაციით, ხოშტარია ნიუჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.
როგორც აქცენტს“ ხოშტარიას მეგობარმა განუცხადა, ოჯახმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი მაღალი წნევის გამო გამოიძახა, რადგან დარეგულირება ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის ხოშტარიას კვლევები უტარდება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. კლინიკაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოგვიანებით, ხოშტარიამ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე“.


