Accentnews.ge
"შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი მალე დადგება"

"შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი მალე დადგება"

06/04/2021 16:06:34 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი უკვე დღის წესრიგში დგას და უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.

"მალე დადგება შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი. საბჭო ამ დღეებში განიხილავს დამატებითი კონტიგენტის ჩართვის საკითხს და, მათ შორის, განხილული იქნება ეს საკითხიც. ვაქცინების დეფიციტის გამო ამ ეტაპზე შესაძლოა, სრულად ვერ იქნეს დაფარული, რადგან, როგორც მახსოვს, ქვეყანაში 300 000–მდე შშმ პირია", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მობილური ბრიგადების გამოყოფა იგეგმება:

"ჩვენ შევეცდებით, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, მობილურ ბრიგადებზეა საუბარი, დახმარებაში ტრანსპორტირებაში ვაქცინაციის ცენტრებთან და ა.შ რაც შეეხება ტესტირებას, ამ საკითხსაც დავაყენებთ საბჭოზე, რომ ამ ადამიანებს მივცეთ მეტი ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე, მით უმეტეს, მესამე ტალღის პერიოდში, თუ ის იქნა, ტესტირება უფრო და უფრო უნდა გაფართოვდეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S