Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, განიხილება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხი

გაბუნია განმარტავს, განიხილება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხი

06/04/2021 15:55:16 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხი ჯერ–ჯერობით არ განიხილება, თუმცა "ეპიდვითარებას 7– დღიანი ინტერვალებით დააკვირდებიან".

"დღევანდელი მდგომარეობით ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7–დღიანი ინტერვალებით – ტენდენცია როგორ განვითარდება. გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S