Accentnews.ge
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების საკითხი დააყენონ

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების საკითხი დააყენონ

06/04/2021 15:03:40 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების საკითხი დააყენონ.

„დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება რომ არ დაგვჭირდეს, პირველ რიგში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი, რადგან ჩვენ ვდგავართ შიდა გავრცელებისა და მესამე ტალღის წინა ეტაპზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S