Accentnews.ge
"ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათი მოზრდილი კლასტერი გვაქვს, რაც ვირუსის საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია"

"ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათი მოზრდილი კლასტერი გვაქვს, რაც ვირუსის საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია"

06/04/2021 15:01:27 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფექციის ცირკულაცია უფრო ინტენსიური გახდა.

„დღეისთვის, მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ამიტომ, ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ბევრ ქვეყანასი მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე. პირველ რიგში საჭიროა განსაკუთრებული დისციპლინა, დავიცვათ მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს. დღეს 51 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი და ის 90 პროცენტამდე უნდა ავიყვანოთ, დავიცვათ ჰიგიენა, დისტანცია, ავარიდოთ თავი დიდი თავშეყრდის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S