აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა
06/04/2021 14:16:32 საზოგადოება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა და რეგიონის მასშტაბით სკოლებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა. სწორედ ამ მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით სამინისტროს მხრიდან, რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთდ კვლავ გაგრძელდება სკოლების მონიტორინგი.
გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება და სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ.


