Accentnews.ge
ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს

ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს

06/04/2021 13:32:40 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ დამტკიცების საკითხის განხილვას აპრილის ბოლოს გეგმავს.

როგორც ჯანმო–ს პრეს–პიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებს საჭიროებს:

„ეს არ ხდება ისე სწრაფად, როგორც ვიმედოვნებდით, რადგან ჩვენ უფრო მეტი მონაცემი გვჭირდება“.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ და „ბიონტექის“, „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.

ცნობისთვის: საქართველოში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ 200 000 დოზა შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანმო ამ ვაქცინების გამოყენებას დამტკიცებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S