Accentnews.ge
აქცია მოსკოვში: "დონეცკი, ლუგანსკი, სოხუმი, ცხინვალი, ყარაბაღი - მათ სურთ და უნდა შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში!"

აქცია მოსკოვში: "დონეცკი, ლუგანსკი, სოხუმი, ცხინვალი, ყარაბაღი - მათ სურთ და უნდა შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში!"

06/04/2021 12:34:15 კონფლიქტები, პოლიტიკა

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ "რუსი ერის დღისადმი" მიძღვნილი აქცია ლოზუნგით "გააერთიანეთ რუსული სამყარო!" გაიმართა.

ღონისძიება ამჯერად რადიკალ ედუარდ ლიმონოვის მოძრაობა "სხვა რუსეთის" მიერ იყო ორგანიზებული.

მისმა მონაწილეებმა შემდეგი შინაარსის პროკლამაციები გაავრცელეს:

"რუსული სამყარო უნდა გაერთიანდეს!

რუსეთის საგარეო უწყების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩიხში შევიდა. როგორც რუსეთის, ისე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრები მილიონობით რუსის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ მრავალვექტორულ ან დაუფარავად მტრულ რეჟიმებთან "მეგობრობის" სამარცხვინო მცდელობებს. რუსეთის პოზიციები სუსტდება. დასავლეთი, თურქეთი და ჩინეთი ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან სულ უფრო ძლიერდებიან. რუსეთის საგარეო უწყებამ უნდა შეწყვიტოს სირაქლემას პოზაში დგომა! რუსეთს არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათ რიცხვში მარტო ფლოტი და არმია როდი არიან. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღს - ყველა ამ არაღიარებულ რესპუბლიკას სურს რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლა და უნდა შემოვიდნენ კიდეც ყირიმის მაგალითზე! დასავლეთი რუსეთის მიმართ ახალ-ახალ სანქციებს დააწესებს, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. ჰოდა, მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ ეს სანქციები ტყუილად არ წესდებოდეს!

რუსეთი ყველაფერია, ყველა დანარჩენი - არაფერი!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S