Accentnews.ge
"რუსეთის ქმედებების გამო სერიოზულად შეშფოთებული ვარ. NATO მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

"რუსეთის ქმედებების გამო სერიოზულად შეშფოთებული ვარ. NATO მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

06/04/2021 11:52:45 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. NATO მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაგრძელებთ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერას“, - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.

კიევში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები შეიყვანეს.

ცნობისთვის: 2 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს დამატებითი ზომები.

"აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციებს აქვს ადგილი. ალიანსის გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. იძულებული ვიქნებით, მივიღოთ დამატებით ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

1 აპრილს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინსმა და უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S