Accentnews.ge
რა ხარჯებით, ვისთან და რისთვის მიდიან მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსის" წევრები

რა ხარჯებით, ვისთან და რისთვის მიდიან მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსის" წევრები

12/07/2019 14:48:19 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების განცხადებით, პარტიის წევრები მოსკოვში პარტიული მივლინებით და ხარჯებით მიემგზავრებიან და არა პარლამენტის. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ ეს მოსკოვში ვიზიტი არ არის მივლინება პარლამენტიდან. 

„ორი შეხვედრაა დაგეგმილია. შეიძლება, ადგილზე შეხვედრები კიდევ დაიგეგმოს, ჯერ ორდღიანი ვიზიტია“, – განაცხადა ლომიამ დღეს გამართულ პრესკონფერენზიაზე.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილია, რა მარშრუტით ისარგებლებენ პოლიტიკოსები, ლომია პასუხობს, რომ საქართველოსთან ფრენის შეწყვეტა იმას არ ნიშნავს, რომ მოსკოვში თვითმფრინავი ვერ ჩავა ერევნის, ან თურქეთის გავლით. ამავე პარტიის წევრმა ადა მარშანიამ კი დააზუსტა: „მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით“.

„ვლადიმერ პუტინის განცხადებაში ყველაზე მძიმე ჩვენი მოსახლეობისთვის გენოციდზე  საუბარი იყო. უნდა გესმოდეთ, რომ მოლაპარაკებას ასეთ მძიმე ფონზე თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. თუ ადამიანთან სალაპარაკოდ მიდიხარ, აქედან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მათ რომ დავინახავ, უნდა დავარტყა თუ გამარჯობა უნდა უთხრა და ისაუბრო იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები დამძიმდა? პრინციპში, ზოგადად, პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ აღიქვა მისი პასაჟი გენოციდზე. დავაფიქსირებთ და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში...აფხაზებიც მიიჩნევენ, რომ ქართველებმა მათ გენოციდი მოუწყვეს. ძალიან მძიმე ფონია და ნუ გგონიათ, რომ ცალმხრივად ვიხარშებით რაღაც ამბებში, თემები მითოლოგიზებულია და რეალობას მოწყვეტილი ვართ. პუტინის განცხადებამ გამოგვაფხიზლა იმ თვალსაზრისით, რომ გავიაზროთ, რა უმძიმეს მდგომარეობაში არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი და რეგიონში პროცესები. კონფლიქტზე ცალმხრივ გაშუქებას მივეჩვიეთ. თავის დროზე, რატომ მოხდა კონფლიქტი აფხაზეთში და ფაქტიურად, კონფლიქტის ისტორია არავინ იცის. პროფესიონალურ დონეზე არ ვგულისხმობ, ზოგადად არ ვიცით. სამწუხაროა, რომ ჩვენი არხები ამას სათანადო დროს არ უთმობენ ტელესივრცეში“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

იხილეთ ასევე: ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც პუტინი დაეყრდნო, აფხაზურ სასამართლოს აკრძალული აქვს

ისტორიის გაკვეთილი პუტინს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S