"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ერთადერთი გზა, რომ დონბასში ომი დასრულდეს"
06/04/2021 10:56:36 მსოფლიო
უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო 24 საათში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს.
"ჩვენ მზად ვართ არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებისთის, მაგრამ მხოლოდ რეფორმები არ შეაჩერებს რუსეთს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არის ერთადერთი გზა, რომ დონბასში ომი დასრულდეს. უკრაინის მაპი რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კრემლი კი უკრაინას საპასუხო ბრალდებას უყენებს.
"ოფიციალური კიევი არღვევს მინსკის შეთანხმებებს და ამ დროს დასავლეთი აგრძელებს მის მხარდაჭერას, რაც სამწუხაროა. როგორც ადრე, ახალაც ჩვენი დასავლელი კოლეგები ინარჩუნებენ პოლიტიკას რომ აუცილებელია ყველანაირი სახით მხარი დაუჭირონ უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის აბსოლუტურად მიუღებელი ქმედებებით და განცხადებებით. როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორმანდიის ფორმატის პასუხისმგებელი პირები და დონბასის საკონტაქტო ჯგუფი, განმეორებით აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმებები საჭიროა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შესანარჩუნებლად, ან დაარღვიონ შეთანხმებული ფორმატი ნორმანდიის ფორმტის საკონტაქტო ჯგუფში პროუკრაინული წარმომადგენლების მოწვევით. სამწუხაროა ეს ყველაფერი,"- აცხადებს რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.


