Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსის ბრიტანული აფრიკული შტამები დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის ბრიტანული აფრიკული შტამები დაფიქსირდა

06/04/2021 10:09:06 მსოფლიო

რუსეთში დღეისათვის გამოვლენილია კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 81 შემთხვევა და კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა სამხრეთ აფრიკული შტამით. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება რუსეთის მთავარ სახელმწიფო სანიტარ ანა პოპოვაზე დაყრდნობით.

მისი თქმით ყველა შემთხვევაში ვირუსი შემოტანილი იქნა გარედან. ექსპერტების შეფასებით ბრიტანულ შტამზე მოდის ევროპაში დაინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარი. რუსეთში COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ ვარიანტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ყველა პაციენტს ურჩია, რომ ჩაიტარონ აცრა და არ გავიდნენ ქვეყნიდან.

ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, მკვლევრებს ის აშფოთებთ, რომ ახალი სახეობა შესაძლოა, ანტისხეულების მიმართ უფრო მდგრადი იყოს.

რუსეთი აცხადებს, რომ შეიმუშავა ბრიტანული შტამის SARS-CoV-2-ის რეგისტრაციის და ტესტირების სისტემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S