Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, რატომ არ აცრეს 100 ცნობადი სახე საჯაროდ

გაბუნია განმარტავს, რატომ არ აცრეს 100 ცნობადი სახე საჯაროდ

06/04/2021 10:06:18 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ არ აცრეს 100 ცნობადი სახე საჯაროდ მათი შეთავაზების მიუხედავად.

გაბუნიამ ბრიფინგზე ერთ-ერთ მიზეზად განაცხადა, რომ "ფაიზერის" ვაქცინაზე მოთხოვნა დიდი იყო.

"აქ მთავარი მოტივაცია იყო ნდობის დაბრუნება და ცნობადი სახეების მიერ საკუთარი მაგალითის გაზიარება მოქალაქეებისთვის. როდესაც ეს კამპანია დაანონსდა, მალევე ქვეყანაში შემოვიდა "ფაიზერის" ვაქცინა. მასზე აქტივობა არის ძალიან მაღალი. ამ შემთხვევაში 100 ცნობადი სახის ჩართვა, რომელსაც სხვაგვარად ვაქცინაზე წვდომა არ ექნებოდა მისი რისკებიდან გამომდინარე, გამოიწვევდა გარკვეული უთანასწორობისა და უსამართლობის შეგრძნებას.

"ასტრაზენეკას" ვაქცინაზე უფრო უპრიანია, ის ცნობადი სახე ჩაერთოს კამპანიაში, ვისაც ისედაც ეკუთვნის ვაქცინა... ამ შემთხვევაში ჩავრთეთ ის ცნობადი სახეები, ვისაც ისედაც ეკუთვნოდა ვაქცინა და მათ განაცხადეს თანხმობა საჯაროდ აცრის. დამატებით ამის საჭიროება აღარ გახდა", - განაცხადა გაბუნიამ.

რამდენიმე კვირის წინ ვაქცინაციაზე მოთხოვნის გასაზრდელად ცნობადმა სახეებმა გამოხატეს სურვილი "100 ცნობადი სახის" შესაკრებად, რომელიც თანხმობას გამოთქვამდა საჯაროდ აცრილიყო. ამ ინიციატივის გაჟღერებიდან მალევე ჯანდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ეს კამპანია დაწყებულიყო.

საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით. დღევანდელი მდგომარეობით აცრილია 12 846 ადამიანი. ვაქცინაცია შეუძლიათ 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ან დიალიზზე მყოფ პირებსა და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S