Accentnews.ge
#სპორტიმშვიდობისთვის - სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ

#სპორტიმშვიდობისთვის - სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ

06/04/2021 08:56:35 საზოგადოება

ICA-ს ინიციატივით, ფოტო-ვიდეო კამპანიაში #სპორტიმშვიდობისთვის - აქტიური სპორტსმენები ჩაერთვნენ, რომლებიც სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ.

"სპორტის თითქმის ყველა სფეროდან შეირჩა სპორტსმენი, რომელიც მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოს - ხელთნაკეთ თვითმფრინავს აგზავნის, როგორც სამშვიდობო მესიჯს. 6 აპრილი არის საერთაშორისო დღე „სპორტი მშვიდობისთვის“ და სწორედ ამას მიეძღვნა ICA-ს ფოტო-ვიდეო კამპანია. ამ კამპანიით ყველას, სპორტსმენსა და სპორტის ქომაგს მოვუწოდებთ, ჩაერთონ კამპანიაში და გახდნენ მშვიდობის ელჩები. სპორტი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის ძლიერი ელემენტია და სპორტსმენებს ნამდვილად შეუძლიათ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ"- აცხადებენ ICA-ში.

კამპანიაში ჩართული სპორტსმენები: რაგბი: სოსო მათიაშვილი; ძლეოსანი: ლადო ხინჩიგაშვილი; კალათბურთი: ტოლიბოისა; პარამოფარიკავე: ირმა ხეცურიანი; წყალბურთი: მიშა ბაღათურია; ტანვარჯიში:ქეთი ხატიაშვილი; ფრენბურთი: ლიზა ლობჟანიძე; ცხენოსანი: ოთო კუჭავა ;კარატისტი: სვეტლანა ფრუიძე; ცურვა: ნანა ნებიერიძე; ფეხბურთი: ნათია დანელია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S