ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და 3 რეგიონში გამოვლინდა
06/04/2021 06:59:46 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 463 შემთხვევა თბილისში დადასტურდა.
რეგიონების მიხედვით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა - 83,
- იმერეთი – 88,
- ქვემო ქართლი – 41,
- შიდა ქართლი – 32,
- გურია – 31,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96,
- კახეთი – 19,
- მცხეთა-მთიანეთი – 24,
- სამცხე-ჯავახეთი – 1,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 228 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 897
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა 10 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 196 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 536, „პისიარ“ ტესტით – 6 056.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.
კარანტინის რეჟიმშია 191, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 892 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 269 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 პირი გამოჯანმრთელდა, 3 832 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ჯამში ქვეყანაში აცრილია 12 846 ადამიანი.


