Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა

06/04/2021 06:49:51 საზოგადოება

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა​. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 228 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 897

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა 10 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 196 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 536, „პისიარ“ ტესტით – 6 056.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

კარანტინის რეჟიმშია 191, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 892 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 269 პირი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი - 463 შემთხვევა;აჭარა - 83;იმერეთი - 88;ქვემო ქართლი - 41;შიდა ქართლი - 32;გურია - 31;სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96;კახეთი - 19;მცხეთა-მთიანეთი - 24;სამცხე-ჯავახეთი - 1;რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 პირი გამოჯანმრთელდა, 3 832 პაციენტი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ჯამში ქვეყანაში აცრილია 12 846 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S