გურამ დოჩანაშვილს დღეს შვილის გვერდით დაკრძალავენ
06/04/2021 05:02:24 საზოგადოება
მწერალ გურამ დოჩანაშილს დღეს დაკრძალავენ. კლასიკოსის სურვილისამებრ იგი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაიკრძალება.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
იგი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა.
მწერალს "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" მიღებული აქვს პრემია "საბა". იგი თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.


