Accentnews.ge
"მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია უარესდება"

"მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია უარესდება"

06/04/2021 05:56:28 საზოგადოება

"მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "იმედთან" საუბრისას განაცხადა.

"ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, უფრო და უფრო უარესდება. ახალი შემთხვევების რაოდენობამ სერიოზულად იმატა. [...] მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას. ყველა ახლა მცირე ეპიდაფეთქებები, კლასტერები, რაც გვაქვს, დაახლოებით 10-მდე, მოდის, წყარო გახლავთ ისევ და ისევ დიდ თავშეყრები - ქორწილები, ქელეხები. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S