ნიგერიის ციხიდან 2 000-მდე პატიმარი გაიქცა
06/04/2021 05:47:46 მსოფლიო
ნიგერიის ქალაქ ოვერიში მდებარე ციხიდან 2 000-მდე პატიმარი გაიქცა.
ციხეს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, ადმინისტრაციული შენობა ააფეთქეს და 1 844 პატიმარი გაათავისუფლეს. თავდასხმის შედეგად ერთი სამართალდამცავი დაშავდა.
ნიგერიის პოლიციაში თავდასხმაში სეპარატისტულ დაჯგუფებას, „ბიაფრას მკვიდრ მოსახლეობას“ ადანაშაულებს, თუმცა დაჯგუფება ბრალდებას უარყოფს.
ქვეყნის პრეზიდენტმა მუჰამედუ ბუჰარიმ, რომელიც ამჟამად ლონდონში სამედიცინო გამოკვლევის მიზნით იმყოფება, თავდასხმა ტერორისტული აქტად შეაფასა და დაგმო.


