Accentnews.ge
როგორ უნდა გადაამოწმოთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა Facebook-დან თქვენი პირადი მონაცემები

როგორ უნდა გადაამოწმოთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა Facebook-დან თქვენი პირადი მონაცემები

06/04/2021 05:31:40 საზოგადოება

ჰაკერებმა Facebook-ს 533 მლნ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაავრცელეს, – იუწყება Business Insider.

მისი ინფორმაციით, საჯაროა ​ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღები, ადგილმდებარეობა.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული მონაცემები ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე განთავსდა. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებიც მონაცემებიც. ფორუმზე ჩვენი ქვეყნის 95 193 მოქალაქის პირადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

როგორ გადავამოწმოთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა ჩვენი პირადი მონაცემები?

გამოცემა The Verge წერს, რომ ამის გადამოწმება სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, გადახვიდეთ ვებგვერდზე Have I Been Pwned და მითითებულ გრაფაში მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი (მეილი). ვებგვერდი თქვენი პირადი ინფორმაციის, როგორც Facebook-ს, ისე სხვა საიტებიდან მოპარვასაც შეგატყობინებთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ შეიტყობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები მოპარულია?

თუ მითითებულმა ვებგვერდმა გამცნოთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები ჰაკერებმა მოიპარეს, პირველ რიგში პაროლები უნდა შეცვალოთ იმ საიტებზე, საიდანაც ინფორმაციამ გაჟონა. ამის შემდეგ კი, დამატებითი დაცვისთვის, ორმაგი ავტენთიფიკაციის ფუნქციის ჩართვაა საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S