ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებს "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის აჯარიმებენ
05/04/2021 19:12:59 საზოგადოება
ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებს კომენდანტის საათის დარღვევისთვის აჯარიმებენ.
აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას მსვლელობის პარალელურად ახდენენ.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაწერილი ჯარიმების გადახდას არ აპირებენ.
მოძრაობა სირცხვილია ბათუმში ე.წ დაუმორჩლებლობის წვეულებას მართავს და კომენდანტის საათს არღვევს. აქტივისტებმა მოძრაობა სირცხვილიას ოფისიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოსკენ გადაინაცვლეს, სადაც აქცია გამართეს. ისინი ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს აპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათის გაუქმების მოთოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს თბილისსა და ბათუმში.


