"სამოსელი პირველი" რომ დაწერა, გაოცებული იყო“ – დოჩანაშვილის მეულე მწერალს იხსენებს
05/04/2021 18:35:33 საზოგადოება
საქართველო გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მას 6 აპრილს შვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კლასიკოსი მწერლის ცოლი, ნათელა სეფიაშვილი ამბობს, რომ გურამ დოჩანაშვილის ოცნება იყო, მწერალი გამხდარიყო : "ბოლომდე არ ჯეროდა, რომ იყო მწერალი..."
"ძალიან მიამიტი, ალალი გული ჰქონდა, ბავშვის, ჩემთვის ეგ არის პირველი შვილი... სიტყვა "ქმარი" მე არ [მითქვამს]... ის იყო ჩემთვის შვილი, რომელიც სულ ჩვილი იყო, ახალშობილი.
"სამოსელი პირველი" რომ დაწერა, გაოცებული იყო, არ იცოდა, საიდან მოდიოდა....
"ბრმადყოფილზე" - არა პაუზა, დაამთავრა, მოასწრო, გახარებული იყო, რომ დაამთავრა. ასე მთავრდება - "მე, გურამ დოჩანაშვილი..." დაასრულა, ეგრევე დავარეკინე გამომცემელთან, ელაპარაკა რომ დამთავრდაო და ამოისუნთქა," - ჰყვება მწერლის მეუღლე „რუსთავი 2“–თან.


