Accentnews.ge
ერდოღანი - „მონტროს კონვენციაზე“: თუ ამის საჭიროება დადგა, თავს არ შევიკავებთ“

ერდოღანი - „მონტროს კონვენციაზე“: თუ ამის საჭიროება დადგა, თავს არ შევიკავებთ“

05/04/2021 16:24:37 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამჟამად თურქეთი მონტროს კონვენციიდან გასვლას არ აპირებს, თუმცა თუ ამის საჭიროება მომავალში დადგება, თურქეთის მთავრობა გადახედავს ნებისმიერ კონტრაქტს, რომ ქვეყანას მეტი კეთილდღეობა მოუტანოს. ამის შესახებ ერდოღანმა თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალის დაკავების შემდეგ განაცხადა.

დაპატიმრებული სამხედრო მაღალჩინოსნები ხელს აწერდნენ ღია წერილს, რომელშიც ისინი მონტროს კონვენციის მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.კონვენცია ნახსენები იყო თურქეთის ხელისუფლების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის კონტექტსში. ერდოღანმა კი მონტროს კონვენციისა და სტამბოლის არხის დაკავშირებას შეცდომა უწოდა:

„სტამბოლის არხის პროექტი მიმართულია ბოსფორის სრუტეზე თურქეთის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ. ისინი, ვინც ამ პროექტის წინააღმდე გამოდის, თურქეთის რესპუბლიკის და მისი დამფუძნებლის – ქემალ ათათურქის მტრები არიან“.

იხილეთ ასევე: დისკუსია თურქეთში და გეოპოლიტიკური ცვლილებების შავი ზღვის გარშემო გათამაშების მოლოდინი საქართველოში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S